17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"კობახიძე, არის უსამარცხვინოესი პერსონაჟი, წუმპე,... გახარია ჯალათიდან გადაიქცა წრუწუნად" - ბექა ბასილაია  

პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქეები შეკრებას იწყებენ. დღეს, აქციის მეთორმეტე დღეა და პროტესტანტების მოთხოვნა უცვლელი რჩება. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას კვლავ ითხოვენ.

ამ მოთხოვნით, აქციის მონაწილეების ნაწილი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს. ისინი პარლამენტის წინ კარვებში ათევენ ღამეს. მათ შორის არის ადვოკატი, ბექა ბასილაიაც. მან მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.

„გახარია უნდა გადავაყენოთ. ახლა თუ ვიპასიურებთ, ხომ ნახეთ, დღეს კობახიძე, რომელიც არის უსამარცხვინოესი პერსონაჟი, აგენტიც კი არ არის, წუმპე, გამოაჩინეს, ასე შემოგვაპარებენ, ხვალ გახარია პატრიარქს ჩაეხუტება და ზეგ ფოტოები გაჩნდება მისი გაჰუმანურების პროცესი წავა, თუ ჩვენ არ ვივაჟკაცებთ,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბექა ბასილაია შინაგან საქმეთა მინისტრს მხდალს უწოდებს და მის ინტერვიუს აფასებს. 

„გახარია ჯალათიდან გადაიქცა წრუწუნად. მას უყვარს ესეთი ფრაზა, ფსევდოინტელექტუალური ცეკვები, ფსევდოინტელექტუალური ბოდვები იყო მთელი მისი ინტერვიუ. ამბობს, რომ პასუხისმგებელი ვარო და ბრძანება ვინ გასცა არ ამბობს. უმხდალესი ადამიანია. ამბობს, რომ გამოვიძიებო იმას, რაც მე თვითონ დავავალე ჩემს ხელქვეითებსო... პოლიციელებს ზურგს უკან ეფარება, ამაზე მხდალი შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოუდგენელია,“ - აცხადებს ბექა ბასილაია.

 

 

 

დღის ამბები