17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
საპროტესტო მოძრაობის ახალი ტაქტიკა - რუსთაველის გამზირის გარდა, ახალგაზრდებმა აქციების ორგანიზება სხვადასხვა ადგილას დაიწყეს  

საპროტესტო მოძრაობის ახალი ტაქტიკა - გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, ახალგაზრდები დღეიდან შეიკრიბებიან ყველგან, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერებს ოფიციალური შეხვედრები ექნებათ. პირველი ასეთი სპონტანური აქცია სასტუმრო შერატონთან გაიმართა, სადაც „ოცნებამ“ ახალი საარჩევნო სისტემის პრეზენტაცია გამართა.

„გადადგეს გახარია“ - უკვე მეთორმეტე დღეა, უცვლელი მოთხოვნით, რუსთაველის გამზირის გარდა, ახალგაზრდების ჯგუფმა აქციების ორგანიზება სხვადასხვა ადგილას დაიწყეს.

დღეს სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკის ობიექტი, მხოლოდ ხელისუფლება არ ყოფილა. მიტინგის ორგანიზატორებმა ოპოზიციის ის ლიდერებიც გააკრიტიკეს, ვინც „ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებაზე მივიდა. ერთ-ერთი იყო დავით უსუფაშვილი.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, თანახმაა ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში და ფიქრობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად დიდი მონაპოვარია.

„ქართულმა ოცნება“ დღეს პარტიულ ღონისძიებაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია მოხდა, დაპატიჟა ყველა პოლიტიკური ძალა, თუმცა მთავრი ოპოზიციური პარტიები არ მივიდნენ. ეს მათი პოლიტიკური დემარში იყო, არა საარჩევნო სისტემის, არამედ ერთი კონკრეტული პარტიის მიმართ.

 

 

დღის ამბები