17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ოჯახური კონფლიქტი ხონში  - 10 წლის ბავშვი პოლიციამ და სოციალურმა მუშაკებმა მამის სახლიდან იძულებით წაიყვანეს 

10 წლის ბავშვი პოლიციამ და სოციალურმა მუშაკებმა მამის სახლიდან იძულებით წაიყვანეს. მამა შვილის ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ცდილობს, ფიქრობს, რომ მას საფრთხე ემუქრება. ხონში მცხოვრები ოჯახი ყვება, რომ დედამ მძინარე ბავშვი ღამით, ადვოკატისა და პოლიციის დახმარებით წაიყვანა.

10 წლის ბავშვის ძალის გამოყენებით წაყვანას უარყოფენ დედის ოჯახში. ბებია ამტკიცებს, რომ პოლიცია სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქმედებდა. მძიმე ემოციურ კადრებს, დედის ოჯახი, მამის მიერ განხორციელებულ ფსიქოლიგიურ ზეწოლას უკავშირებს და ამბობს, რომ მშობლის წინააღმდეგ ბავშვი სწორედ მათ განაწყვეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ 10 წლის ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მძიმეა. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ოჯახიდან წაყვანა აუცილებელი იყო, რადგან მამა სოციალური სამსახურის მოთხოვნებს არ ასრულებდა.

არასრულწლოვნის მამის შეტყობინების საფუძველზე, ხონის პოლიციაში ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. გახარიას უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიციამ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში შესაბამის პირთა უსაფრთხოება უზრუნველყო.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი. 

 

დღის ამბები