17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"მინდა რომ ჩვენ ვიყოთ ბოლო, ვინც დაშავდა... ჩემთვის თქვენ ხართ გმირები," - მაკო გომურმა აქციის მონაწილეებს მიმართა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს 20 ივნისს დაშავებულმა მაკო გომურმა მიმართა. ის ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება, სადაც მკურნალობის კურსს გადის. მაკო გომურის მიმართვას აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ განთავსებული დიდი ეკრანიდან უსმინეს.

მან მადლობა გადაუხადა მომიტინგეებს და სთხოვა, რომ ბოლომდე იბრძოლონ იმ სამართლისთვის, რის გამოც ახლა ისინი ქუჩაში დგანან.

„ხვალ მაქვს პატარა ოპერაცია დანიშნული და შეიძლება ვეღარ მოვახერხე ასე თამამად და ადვილად ლაპარაკი გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ამიტომ გადავწყვიტე რომ დღეს მომემართა თქვენთვის. ამით მაქვს ძალა, რომ თქვენ გხედავთ, რომ ასე იბრძვით ჩემთვის და ასე იბრძვით ყველა ჩვენგანისთვის და თქვენ იბრძვით საქართველოსთვის. ჩემთვის თქვენ ხართ გმირები იმიტომ,  რომ არ ნებდებით არც ერთი წუთი. მე მჯერა თქვენი და მჯერა იმის, რისთვისაც დგახართ მანდ და ვიცი რისთვისაც დგახართ მანდ. არ დგახართ ვინმეს გამო. დგახართ სამშობლოს გამო, დგახართ იმ უსამართლობის წინააღმდეგ რაც მოხდა 20 ივნისს და რაც ნამდვილად არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ მოხდა და აღარ მინდა, რომ ეს განმეორდეს. მინდა, რომ ვიყოთ ჩვენ ბოლო ის ადამიანები ვინც დავშავდით 20 ივნისს. მე მჯერა თქვენი წმინდა გულების, თქვენი წმინდა აზრების და ვიცი, რომ მართლ საღი აზრი გამოძრავებთ, მართლა უსამართლობის გამო იბრძვით. არ მინდა, რომ იბრძოდეთ ვინმეს გამო, მინდა, რომ იბრძოდეთ საკუთარი სამშობლოს გამო და საკუთარი მომავლის გამო და არა ვინმეს გამო. მართლა ძალიან მიყვარხართ ბავშვებო, მარტო ბავშვებო არა, დიდებო, პატარებო ყველა ძალიან მიყვარხართ,“-განაცხადა მაკო გომურმა.

სეგახსენებთ, რომ მაკო გომურმა 20 ივნისის დარბევის დროს თვალი დაკარგა. 

დღის ამბები