„ხალხო, თვითონ რუსეთი ოკუპირებულია პუტინის მიერ“- ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა პოეტმა, კოტე ყუბანეიშვილმა. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ესწრება და შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვითაც მიმართა. მან პარლამენტის წინ, ლექსები წაიკითხა.
„ხალხო, თვითონ რუსეთი ოკუპირებულია პუტინის მიერ. ჩვენ ვებრძვით არა რუს ნაციას, არა დოსტოევსკის, ტოლსტოის და ჩეხოვს, ჩვენ ვებრძვით ტოტალიტარიზმს, ჩვენ ვებრძვით ძალადობას,“- აღნიშნა კოტე ყუბანეიშვილმა.