17 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"მოვითხოვთ მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას" - ბაჩანა შენგელია გიორგი გახარიას წინააღმდე პროკურატურას სარჩელით მიმართავს 

ბაჩანა შენგელია პროკურატურას წერილით მიმართავს. ზუგდიდის მე-6 საჯაროს სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვას ითხოვს.

შენგელიას განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შს მინისტრმა განათლების მინისტრს, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლა პირადად დაავალა. 

მიზეზი კი მისი მტკიცებით, იყო ის, რომ ია კერზაია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, აგიტატორი არ იყო და არ ასრულებდა მმართველი პარტიის დაკვეთებს. . 

ბაჩანა შენგელიას თქმით, იგი პროკურატურას გახარიას ზუგდიდში ყოფნის დამადასტურებელ ვიდეო მასალასაც გადასცემს.

„ვფიქრობთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ პროკურატურაში შევიტანოთ სარჩელი, ია კერზაიას საქმის გამო. ვინაიდან ჩვენ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ მის მიერ იყო დავალება გაცემული, რაც შეასრულა და აღასრულა განათლების სამინისტრომ. ჩვენ ვმუშაობთ ამ განცხადებაზე და აუცილებლად პროკურატურაში შევიტანთ შესაბამის განცხადებას და მოვითხოვთ მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას,“-აცხადებს შენგელია.

დღის ამბები