17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"მინდა, ჩვენ ვიყოთ ბოლო ადამიანები, რომლებიც დავშავდით " - მაკო გომურის ემოციური მიმართვა აქციის მონაწილეებს

20 ივნისის ღამეს, აქციის სასტიკი დარბევისას დაშავებულმა 18 წლის მაკო გომურმა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართა. ის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „სკაიპის“ საშუალებით ჩაერთო. მაკო გომურმა, რომელსაც 20 ივნისის ღამეს, რეზინის ტყვია მოხვდა და თვალი დაკარგა, მოქალაქეებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

მან მოუწოდა შეკრებილებს, მიუხედავად სოციალურ ქსელებში დაწყებული უარყოფითი კამპანიისა, არ დაიხიონ უკან.

„თქვენ რომ გაქვთ ბრძოლის უნარი, მე ეს მაძლევს ძალას. მადლობა, რომ ასე იბრძვით ჩემთვის და საქართველოსთვის. ჩემთვის თქვენ ხართ გმირები, რადგან არ ნებდებით არც ერთი წუთი. ვიცი რისთვისაც დგახართ მან. მინდა, ჩვენ ვიყოთ ბოლო ადამიანები, რომლებიც დავშავდით და ეს აღარასოდეს განმეორდეს.მინდა თავისუფალ და დალაგებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ” - ასე მიმართა მან პარლამენტის წინ პროტესტის მე-12 დღეს შეკრებილ საზოგადოებას.

მაკო გომური სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფება, მას თვალზე ოპერაცია დღეს უნდა ჩაუტარდეს.

დღის ამბები