„ნუ მაბრმავებ!“ - გორში შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. გორის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ორგანიზებით, ახალგაზრდების აქცია მოეწყო, სადაც 20-21 ივნისის პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები დაგმეს.
ისინი პარლამენტის წინ დარბევის დროს დაშავებულებს სოლიდარობას უცხადებენ და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
ახალგაზრდებმა გორის ცენტრალური მაგისტრალის ზედა გადასასვლელი რამდენიმე წუთით გადაკეტეს და საავტომობილო მოძრაობა შეაფერხეს.
მათი თქმით, შს მინისტრი უნდა გადადგეს, რადგან მას ეკისრება პასუხისმგებლობა სისხლიან ღამეს ახალგაზრდების დასახიჩრების გამო.
„არ გვინდა გავრილოვიზაცია, არ გვინდა რუსეთი, ძალა ევროპაშია!“ - ამბობენ აქციის მონაწილეები.