17 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
შს მინისტრის გამოსახულებიანი ბანერები ხიდებსა და ცენტრალურ უბნებში - დედაქალაქი პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა

გახარია წადი !- დედაქალაქი პროტესტის ახალმა ტალღამ მოიცვა. თბილისში მდებარე ცენტრალურ ხიდებზე შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსახულებიანი ბანერები გადმოფინეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეითთა გადასასვლელებზე პერფორმანსი მოაწყვეს. აქციის მონაწილეთა მთავარი და ერთადერთი მოთხოვნაა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პასუხი აგოს 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და დატოვოს მინისტრის თანამდებობა. 

სამოქალაქო აქტივისტებს მხარდაჭერა მოქალაქეებმა გამოუცხადეს. ისინი სიგნალებით შეუერთდნენ საპროტესტო აქციას. 

საპროტესტო აქციები გაიმართა რეგიონებშიც. აქციის მონაწილეების დარბევა და სამართალდამცველების ძალადობრივი ქმედებები დაგმეს გორსა და ქუთაისშიც. მათ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

თბილისში კი პროტესტი უკვე 13 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები დღესაც პარლამენტის შენობასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.  აქციის ორგანიზატორების თქმით, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, რათა შს მინისტრს ხმა მიაწვდინონ და მან თანამდებობა დატოვოს.

„გახარიას უწყებამ გადააჭარბა ძალას და პირდაპირი მნიშვნელობით თვალები დათხარეს მომიტინგეებს. მას არ აქვს მორალური უფლება, რომ თანამდებობაზე დარჩეს,“ - ამბობენ აქციის მონაწილეები.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები