17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
20 ივნისის ღამეს დაშავებულებიდან 4 საავადმყოფოში რჩება, 5 კი საზღვარგარეთ მკურნალობს - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრმა 20 ივნისის ღამეს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისათვის საავადმყოფოებში 4 დაშავებული რჩება, 5 კი - მკურნალობის კურსს საზღვარგარეთ გადის.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა და კარგი შედეგი, ვინაიდან ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს მხოლოდ ოთხი პაციენტი და მათი მდგომარეობა არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი. ხუთი პაციენტი იმყოფება საზღვარგარეთ  და ისინი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არიან ჩვენი მხრიდანაც და ასევე, ჩვენი პარტნიორი კლინიკების მხრიდანაც. ჩვენ გვაქვს მუდმივი ინფორმაცია პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტიკარაძემ კომენტარი დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის შესახებაც გააკეთა, რომელსაც 20 ივნისის ღამეს ტყვია თავში მოხვდა და თავის ქალა ჩაუმსხვრია. მინისტრის განმარტებით, გრიგორიანი კლინიკიდან გაეწერება, თუმცა მკურნალობას საზღვარგარეთ განაგრძობს.

„გრიგორიანს აქვს ძალიან კარგი დინამიკა. გრიგორიანი კლინიკას დატოვებს, მაგრამ გაემგზავრება საზღვარგარეთ სამკურნალოდ,“- განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ  უახლოეს პერიოდში აქციის დარბევის დროს დაშავებულებს სახელმწიფო კომპენსაციები გადაეცეთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები