17 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"შუშის სასახლიდან საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს საფრთხეს უქმნის" - The New York Times

შუშის სასახლიდან საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს საფრთხეს უქმნის - ამ სათაურით The New York Times სტატიას აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერენ ამერიკული და ბრიტანული კომპანიები, დაბრკოლებებს აწყდება და ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილია.

სტატიაში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში საქართველო ცდილობდა, რუსეთის ჩრდილისთვის დაეღწია თავი და ამ მიმართულებით ეს პორტი დიდი ნახტომია, თუმცა ავტორი აღნიშნავს, რომ პორტის პროექტი უკვე იქცა ტესტად მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილისთვის და მისი მთავრობისთვისაც.

ავტორი იხსენებს პროექტში მონაწილე TBC ბანკის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის მიზნად ბიზნესლიდერები საქართველოში პროექტის დისკრედიტაციას ასახელებენ. 

სტატიაში ნათქვამია, რომ ბევრი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ივანიშვილია ამ საქმის ინიციატორი, რადგან ის მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა, რომელსაც ის მომავალ პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.

"ამ ვერსიიდან გამომდინარე, ივანიშვილი პორტის პროექტის შეჩერებას კი არ ცდილობს, არამედ ხაზარაძისთვის ხელის შეშლას," - წერს ავტორი. 

 


 

დღის ამბები