10 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტი პირველი ოქტომბრიდან ჩაეშვება. ბანკნოტების პრეზენტაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გამართა.
ბანკნოტის გამოსახულება შეცვლილია. წინა მხარეს აკაკი წერეთელთან ერთად, დატანილია მისი ლექსი „გაზაფხული“.
10-ლარიანის უკანა მხარეს კვლავ დავით კაკაბაძის „იმერეთი-დედაჩემი“ არის წარმოდგენილი.