დაისაჯოს გახარია, გადადგეს სისხლიანი გახარია! - ამ წუთებში შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.
მათ ივანიშვილის სახლთან მიიტანეს ტრანსფარანტები "დაისაჯოს გახარია, გადადგეს სისხლიანი გახარია!". შეკვეთილში გახარიას გადადგომის მოთხოვნით სამი ადამიანი შიმშილობს,
პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.