17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ყოფილი ჟურნალისტი ნანა ნადირაძე უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა

58 წლის ასაკში ყოფილი ჟურნალისტი ნანა ნადირაძე მარტოობასა და უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა. საჭმელს მეზობლები რიგ-რიგობით აჭმევდნენ, მაგრამ შიმშილზე მეტად ჯანმრთელობა აწუხებდა. ბოლო წლების განმავლობაში არ ჰონდა შუქი, გაზი და წყალი. ზამთარიც გაუსაძლის სიცივეში გაატარა.

მეზობლები ჰყვებიან, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ქალბატონის დახმარებისთვის თვითონაც არაერთხელ მიმართეს სოციალურ სამსახურს, გამგეობასა და პოლიციასაც, თუმცა ყურადღება არავინ მიაქცია. ქალს, რომელსაც გადაადგილება არ შეეძლო, პირადობა გაუუქმდა, შედეგად ვეღარც ყოველთვიურ შემწეობას იღებდა. გოგოლის 16-ში ამბობენ, რომ 58 წლის ქალბატონი ხელისუფლების უყურადღებობას და გულგრილობას შეეწირა.

ნანა ნადირაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა სოციალურ ქსელშიც. მის დასახმარებლად მიდიოდნენ მოხალისე ახალგაზრდები, თუმცა ავადმყოფ ქალთან სოციალური მუშაკი და ექიმი არ მისულან. ადგილობრივი გამგეობა ახლა მზად არის, გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯები დაფაროს.

ნანა ნადირაძის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული, მის სახლში გაუსაძლისი ანტისანიტარიაა, ამიტომ საკუთარი სახლიდან არ გაასვენებენ, ხუთშაბათს კი გამგეობის მიერ გამოყოფილ უფასო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

დღის ამბები