17 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
კომპენსაციის სახით დარიგებული მილიონები - რუსთავისა და თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტობანის პროექტი ჩაიშალა

რუსთავისა და თბილისის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტობანის პროექტი ჩაიშალა. გზა, რომელიც 100-მილიონ ლარამდე უკვე დაჯდა, დანიშნულების ადგილამდე ვეღარ მივა.  

მუნიციპალური განვითარების ფონდი მიზეზად ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს ასახელებს და ამტკიცებს, რომ სტრატეგიული დანიშნულების პროექტი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე უნდა მისულიყო, ადგილობრივებთან შეუთანხმებლობის გამო აღარ აშენდება.

ხალხს, ვინც გზის მშენებლობის დასრულებას ელოდა, გზა აღარ ექნებათ და მხოლოდ გაჩეხილი ხეები და გადათხრილი ტერიტორია შერჩათ. ტერიტორიაზე ორი წლის წინ ორ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი იყო. მოსახლეობა სახელმწიფომ გაასახლა და კომპენსაციებიც მისცა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ მილიონზე მეტის კომპენსაცია წყალში გადაიყარა რადგან აქ გზა აღარ იქნება.

ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა 2019 წელს უდნა დასრულებულიყო. კომპენსაციების სახით დარიგებული მილიონობით ლარის შემდეგ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გზის მშენებლობა შეწყვიტა. თუმცა, ფონდსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიები გახდა. ავტობანის მახლობლად მდებარე 5 კორპუსის მცხოვრებლები ბინების დათმობის სანაცვლოდ კვადრატულ მეტრში 1000 დოლარს ითხოვდნენ. ფონდში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები არ შედგა და პროექტი შეჩერდა.

 

დღის ამბები