17 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"გახარია არის ძალადობის სიმბოლო," - მოშიმშილეები პროტესტს აგრძელებენ და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

პარლამენტთან მოშიმშილეთა აქცია გრძელდება. ერთ კვირაზე მეტია ისინი კარვებში ათენებენ და პროტესტის უკიდურესი ფორმით ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას. ამ დროისთვის რუსთაველზე 3 მოშიმშილე რჩება. რაც შეეხება გიორგი ლემონჯავას, ის სახლში აგრძელებს მკურნალობს.

"მერვე დღე მიიწურა შიმშილობის. მოთხოვნა ისევ უცვლელი რჩება, გახარია უდნა გადადგეს. გახარია რომ რუსეთის დავალებების შემსრულებელი და რუსეთის რეზიდენტია, ეს ცხადია. გახარია რომ ჯალათია ცხადია, უკიდურესი სისასტიკით იქნა დარბეული მიტინგი და მშვიდობიანი პროტესტის უკიდურეს ფორმას ვუპირისპირებთ გახარიას, როგორც სიმბოლოს, აქ მარტო პიროვნებაზე არ არის საუბარი, ეს არის ძალადობის სიმბოლო,"-აცხადებს ბექა ბასიალაია.

დღის ამბები