რუსეთი, როგორც მთავარი მოძალადე და ბორდერიზაციის შედეგები - ამ შინაარსის კვლევას "Amnesty International" დღეს გაასაჯაროებს. დოკუმენტში ძირითადი ყურადღება დაეთმო იმ ზარალს, რომელიც მართულხლართებმა ადგილობრივებს მიაყენა.
ერთწლიანი კვლევის შედეგებში მოხვდა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის საკითხიც. საქართველოსთან ერთად კვლევის შედეგებს წარმოადგენენ მოსკოვშიც. პრეზენტაციაზე რუსი დეპუტატებიც არიან მიწვეულები.
„ანგარიშში მოყვანილია ფაქტები გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის შესახებ, უკანონო დაკავებების შესახებ. ძირითადი აქცენტი მაინც უშუალოდ ბორდერიზაციის შედეგად დაზარალებულ ადამიანებზე არის გაკეთებული, თუმცა ზოგადი კონტექსტი, მათ შორის ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობა და სხვა გამოწვევები იმ კუთხით, რაც არსებობს ამ რეგიონში,“-აცხადებს "Amnesty International"-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ლევან ასათიანი.