17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
პირველი აგვისტოდან კოტე აფხაზის ქუჩაზე, ზონალური პარკირების საპილოტე ვერსია ამოქმედდება

დედაქალაქში პირველი აგვისტოდან კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალური პარკირების საპილოტე ვერსია ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე და მის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ავტომობილის პარკირება უფასო იქნება, თუმცა ამისათვის მათ სისტემაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

„პირველი აგვისტოდან ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამ კონკრეტულ ქუჩაზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე და მიმდებარე ქუჩებზე. შესაბამისად, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, როგორც არაერთხელ ითქვა, ავტომობილების გაჩერება იქნება უფასო. პირველი და მთავარი, რაც მნიშვნელოვანია, რაც უნდა გააკეთოს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეს არის თავიანთი კერძო ავტომობილების რეგისტრაცია სისტემაში. ეს მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელადაც, თუმცა რადგან სიახლეა და მეტი ინფორმაციისთვის, ჩვენ განვათავსეთ ასევე სპეციალური ჯიხური ლესელიძის ქუჩაზე,“- განაცხადა კალაძემ.

ასევე, ცნობილია, რომ პირველი ივლისიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.  საუბარია „ა“ და „ბ” კატეგორიის ტაქსების რეგისტრაციაზე.

დღის ამბები