17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
ეს არის ნერვების ომი და არ დავიღლებით - აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი, გახარიას გადადგომას ივანიშვილის რეზიდენციასთან ითხოვს

ეს არის ნერვების ომი და არ დავიღლებით - აქციის ერთი ნაწილი პროტესტის გამოსახატად ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან, შს მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ივანიშვილი ხალხის ხმას სახლთან ახლოს უკეთ გაიგებს.

აქციის მონაწილეებმა პროტესტს ავტომობილები სიგნალებითა და საყვირებით გამოხატეს. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე გახარია არ გადაგება.

„ერთადერთი მოთხოვნა ამ ეტაპზე, არის მოძალადე გიორგი გახარიას გადადგომა. რადგან გადაწყვეტილების მიმღები არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი, ჩვენს სწორედ მას მოვუწოდებთ გაიგოს ჩვენი ხმა და გადააყენოს გახარია,“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

დღის ამბები