17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
რუსული ტურისტული ემბარგო - „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

"ევროპული საქართველო" რუსეთის ტურისტული ემბარგოს ფონზე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. პარტია მთავრობას მოუწოდებს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „Ryanair“- თან კონტრაქტი დროულად გააფორმოს.

"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ხელისუფლებას რომ ეს უფრო ადრე, 2013 წელს  გაეკეთებინა, რუსეთის მიერ  ემბარგოს დაწესება ქვეყნისთვის ასეთი მტკივნეული აღარ იქნებოდა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ფრენების აკრძალვამ საქართველოში დაგვანახა, თუ რაოდენ მცდარი იყო „ქართული ოცნების“ მიერ ფსონის დადება რუსეთის ეკონომიკაზე. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ მთავრობას, რომ აღარ გააჭიანუროს ფლაგმან დაბალბიუჯეტიან ავია კომპანიასთან „Ryanair“- თან  კონტრაქტის ხელმოწერა. მოაწეროს ხელი ამ კონტრაქტს და გაიყვანოს ქუთაისი აეროპორტი დაგეგმილ სიმძლავრეზე. „Ryanair“-ს ქუთაისში ფრენა უნდა დაეწყო 2013 წელს და დღეს ცხადია, ბევრად უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა ეს ამბავი და ბევრად უფრო დიდი შემოსავალი ექნებოდა საქართველოს,“- განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოება ერთწლიანი ჩამორჩენით მიმდინარეობს, ამიტომ ახალი ავიაკომპანიები ოპერირებას ვერ ახერხებენ. ასევე,  „Wizzair“-ი არ ამატებს რეისებს იმ ინტენსივობით, რაც თავად კომპანიას სურს.

დღის ამბები