სანამ გახარია არ გადადგება, პერმანენტული აქციები გაგრძელდება - პროტესტის მეთოთხმეტე დღე პროტესტის მონაწილეებმა ორ ლოკაციაზე მისვლით დაიწყეს.
მათი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდა, მეორე ნაწილი კი შს სამინისტროსთან.
პროტესტის მონაწილეებმა გიორგი გახარიას გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვეს და განაცხადეს, რომ მათი მხრიდან არის სრული მზაობა გაგრძელდეს მსგავსი აქციები.
მათ შს სამინისტროს შენობას სტიკერები გააკრეს. აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც.
„მორალურად ეს კაცი ვეღარ არის თანამდებობაზე, არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ეს არის უკვე გასაფორმებელი. მნიშვნელოვანია ამ კაცმა დატოვოს თანამდებობა სხვა შემთხვევაში პერმანენტული აქციები გაგრძელდება,“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.