17 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
გამისკდა გული, მინდოდა თავში წამეშინა ხელები და მეკივლა... ხვალიდან ვიწყებ შიმშილობას - აქციას პარლამენტთან 78 წლის ქალბატონი შეურთდა 

პარლამენტთან ანტიოკუპაციური აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა, პროტესტის მე-14 დღესაც უცვლელია - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი და დაისაჯონ 20 ივნისის სისხლიან დარბევაში დამნაშავე პირები. 

აქციაზე დღეს ახალგაზრდების გარდა, ასაკოვანი ადამიანებიც მივიდნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც 78 წლისაა, ამბობს, რომ განვითარებული მოვლენების გამო, სახლში გაჩერება ვერ შეძლო. მისი თქმით, გეგმავს ხვალიდან შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობასაც შეუერთდეს. 

"გასკდა გული, მინდოდა თავში წამეშინა ხელები და მეკივლა. ისევ ნაციონალებს გადააბრალეს ყველაფერი. პოლიტიკოსი ვარო იმან როგორ უნდა თქვას, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი ქართველი პოლიტიკოსი არ არისო. მინისტრის კი არა მთელი მთავრობის გადადგომა უნდა მოეთხოვა. 78 წლის ვარ და ხვალიდან ვიწყებ შიმშილობას. აბა ახალგაზრდებს უნდა დათხარონ თვალები?,"-განაცხადა აქციის მონაწილემ. 

დღის ამბები