საქსტატმა დათვალა და დაადგინა, რომ წლიური ინფლაცია პიკზეა და 4,3 პროცენტითაა მომატებული. ამის გამო გაზრდილია ფასები პროდუქტებზე, განსაკუთრებულად გაძვირებულია შაქარი, პურ-პროდუქტები, რძის ნაწარმი, თევზეული და ხორცეული.
საწვავის ფასმა დღეს წლის რეკორდი მოხსნა. ბენზინგასამართ სადგურებზე მისულ მძღოლებს ყველა სახის საწვავზე ფასი საშუალოდ 5-6 თეთრით მომატებული დახვდათ. გასულ კვირას ნავთობიმპორტიორები საერთაშორისო ბაზარზე ფასის კლებაზე საუბრობდნენ, თუმცა ლარის გაუფასურების გამო, გაიაფებას გამორიცხავდნენ. ახალ გაძვირებას ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას აბრალებენ.
გაძვირებულია მედიკამენტები. ზოგიერთი დასახელების წამლის ფასი ბოლო პერიოდში 6 ჯერაც გაიზარდა. სპეციალისტები ამის მიზეზად, ლარის გაუფასურების გარდა, ჯანდაცვის არასწორ პოლიტიკასა და სამედიცინო ბაზარზე ოლიგოპოლიურ მდგომარეობას ასახელებენ.
ფასების ზრდის ახალი ტალღა საქართველოში გასულ კვირას დაიწყო, როცა ეროვნული ვალუტის კურსმა ანტირეკორდი მოხსნა.