17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
"ახალგაზრდებთან გამძლეობის ომი არავის არ მოუგია“ - ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას მიმართავს 

"თუ ახალგაზრდების გამძლეობას ცდიან, რეალურად უნდა შევახსენო ივანიშვილს რეჟიმს, რომ ახალგაზრდებთან გამძლეობის ომი არავის არ მოუგია“ - ეს განცხადება, ხატია დეკანოიძემ რუსთაველის გამზირზე გააკეთა. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პარლამენტის შენობის წინ იმყოფება და აქციის მონაწილეებთან ერთად შს მინისტრ, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. 

ხატია დეკანოიძე-ის სურათის შედეგი

„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, მისი რეჟიმი მთლიანად შესულია ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და ეს პოლიტიკური ნაპრალი ყოველ დღე ღრმავდება. რეალურად, რამდენ დღესაც არ წავა გიორგი გახარია, რომელიც ახლა უნდა იყოს სისხლის სამართლის დევნის ობიექტი, მისი ჩადენილი დანაშაულის გამო, იმდენი უფრო გაიზრდება და გაღრმავდება ეს კრიზისი და იქნება იმაზე უარესი, ვიდრე იყო გუშინ, ვიდრე გუშინ წინ და იმის წინ. ამიტომ, თუ ახალგაზრდების გამძლეობას ცდიან, რეალურად უნდა შევახსენო ივანიშვილს რეჟიმს, რომ ახალგაზრდებთან გამძლეობის ომი არავის არ მოუგია“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძეც. მისი თქმით, პარლამენტი შენობის წინ მიმდინარე აქციამ ძალიან სერიოზული შედეგი გამოიღო.

დავით ბაქრაძე-ის სურათის შედეგი

„ამ აქციამ უკვე მიაღწია ორ ძალიან სერიოზულ შედეგს, რასაც წლების მანძილზე ვერ ვაღწევდით პოლიტიკოსები. პირველი ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მეორე, გიორგი გახარია, რომელიც ორი კვირის წინ იყო ყველაზე პოპულარული მინისტრი, ოცნების ვარსკვლავი, მომავალი პრემიერ მინისტრი ამ ქვეყნის, დღეს გახლავთ ადამიანი, რომელიც პოლიტიკურად და მორალურად არის დამთავრებული, რომელიც არის მძიმე ტვირთი ოცნებისთვის და ძირავს მთლიანად ქართულ ოცნებას. ამიტომ, რაც მეტ ხანს გაჯიუტდება ხელისუფლება და რაც მეტ ხანს შეინარჩუნებს ის გახარიას, მით უფრო სწრაფად ჩაიძირება მთლიანად ხელისუფლება მასთან ერთად“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე ამბობს, რომ 20 ივნისს გიორგი გახარიამ სისასტიკე ჩაიდინა მოქალაქეების წინაშე და ძალისმიერი მეთოდებით დაარბია საკუთარი მოსახლეობა.

ნინო გოგუაძე-ის სურათის შედეგი

„ბიძინა ივანიშვილმა შეიმუშავა ასეთი ვერსია, რომ გახარიამ გადაარჩინა სახელმწიფო გადატრიალებას სახელმწიფო, დაიცვა კონსტიტუციური წესრიგი და უბედურება ააცილა ქვეყანას. ამ ვერსიას იგი ყოველდღიურად ცდილობს, რომ შემოგვასაღოს საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ სინამდვილეში კარგად ვიცით, რომ ეს ასე არ იყო, არავითარი გადატრიალება არ იგეგმებოდა. ეს იყო აღშფოთებული ხალხის პროტესტი და გახარიამ ჩაიდინა გაუგონარი სისასტიკე, სადაც დამიზნებით დევნით, წელს ზემოთ ტყვიების სროლით დაარბია საკუთარი მოსახლეობა“ - აცხადებს ნინო გოგუაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები