პროტესტი ფოთში - საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. 20-მდე ადამიანს 2 თვეა კუთვნილი ხელფასი არ აუღია.
დაზარალებული მუშების განმარტებით, კანალიზაციის რეაბილიტაციაზე ამ დროისთვის თურქული კომპანია მუშაობს, რადგან წინა კონტრაქტორმა თანხები გახარჯა და სამუშაოები შუა გზაზე მიატოვა. მათი თქმით, ახალი კომპანია მათი დავალიანების დაფარვას ძველ მშენებელს აკისრებს.
გაფიცულებს კომპანიის წარმომადგენელიც შეხვდა, თუმცა სახელფასო დავალიანების ანაზღაუების შესახებ მუშებმა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.
„გვეუბნებიან წინა ფირმა ვინც იყო, მან უნდა გადაგიხადოთ ვალიო. როცა შემოვიდნენ ესენი, გავაფრთხილეთ, რომ ვალი აქვთ ჩვენი, არ შემოხვიდეთ-თქო, ჩვენ გაგისტუმრებთ ვალსო. მოგვატყუეს. ახლა გვეუბნებიან იმ კაცს აქვს ვალი თქვენიო და იმან უნდა გადაგიხადოთო. რატომ შემოვიდნენ მაშინ?“- განაცხადა აქციის მონაწილემ ზაურ კუპრეიშვილმა.