"სირცხვილია"- რუსთაველზე აქცია-კონცერტი დაიწყო. პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები კვლავ უცვლელი მოთხოვნით შეიკრიბნენ - გადადგეს გიორგი გახარია.
დღეს მოქალაქეების წინაშე 20-მდე მომღერალი და მუსიკალური ჯგუფი წარდგება.
საპროტესტო გამოსვლები ქალაქის ცენტრში უკვე ორ კვირაზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს. უცვლელია მოთხოვნა - გადადგეს გიორგი გახარია.