17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
აქცია-კონცერტი გახარიას გადადგომის მოთხოვნით - პარლამენტთან გიორგი მარგველაშვილი მივიდა 

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქცია-კონცერტზე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მარგველაშვილის თქმით, ის რუსთაველის გამზირზე მივიდა, როგორც რიგითი მოქალაქე.  

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას რუსთაველის გამზირზე უკვე მე-15 დღეა ითხოვენ. ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ კონცერტი იმართება. აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლებას მოთხოვნა უფრო ხმამაღალი ფორმით გააგონონ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, სანამ 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო, გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები