ყოფილმა პირველი ლედიმ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, დავით რაქვიაშვილთან ერთად, სიმღერა შეასრულა. „არასდროს“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც სპეციალურად 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა.
მაკა ჩიჩუა ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ყველას აჩვენა რა არის ძალა და მომავლის იმედი.
საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა სიმღერა ჩაწერეს და კლიპიც გადაიღეს.
აქცია-კონცერტი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ამ წუთებშიც გრძელდება.