17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
"სანამ თქვენი შვილები წაუყვანიათ მომეხმარეთ" - დაკავებული ბუდაღაშვილის დედის თქმით, ხელისუფლებამ ახალგაზრდები ოკუპაციის გაპროტესტების გამო დასაჯა

ჯგუფური ძალადობის ბრალდება - შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 20-21 ივნისის ღამესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 4 პირი დააკავა. დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორებში, გუშინ ღამით გადაიყვანეს.

დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები იზოლატორთან გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. ისინი არ ეთანხმებიან წარდგენილ ბრალდებას და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ახალგაზრდები ოკუპაციის გაპროტესტების გამო დასაჯა.

ზურაბ ბუდაღაშვილის დედის განცხადებით, სამმართველოსთან დღეს მისი შვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, სადაც დაკავებულების განთავისუფლებას მოითხოვენ.

"მოხვდა შემთხვევით აქციაზე და დაინახა, რომ მის გვერდით მდგომ გოგონას ესროლეს, ტკიოდა, ტიროდა. ამ დროს ეცა პოლიციელებს, რომ ის ფარი წაერთმია და მოეფარებინა. მოგვადგნენ ისევ ღატაკ ფენას, ისევ დაჩაგრულ ფენას, ჩვენზე შეიწმენდენ ხელებს, მაგრამ არა, მე არ დავნებდები, ხვალ აქ გაიმართება აქცია. შემთხვევით არის მოხვედრილი ამ გაუგებრობაში და ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ ვისაც შეგიძლიათ, სანამ თქვენი კარები შემოუღიათ, სანამ თქვენთან შემობრახუნებულან ეს კუნთმაგარი პოლიციელები, სანამ თქვენი შვილები წაუყვანიათ, მომეხმარეთ,"-მიმართავს საზოგადოებას დაკავებული ზურა ბუდაღაშვილის დედა.  

დღის ამბები