20 ივნისის სისხლიანი დარბევისას დაშავებული 18 წლის მაკო გომური, თბილისში გვიან ღამით დაბრუნდა. მას სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა. ახალგაზრდა გოგომ თვალი დაკარგა. ის გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
მაკო გომური რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობის კურსს თბილისში გაივლის და საჭიროების შემთხვევაში ისევ გერმანიაში გაემგზავრება.