17 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
პროტესტის მე-16 დღე - დღეს სცენა პარლამენტთან მწერლებსა და პოეტებს დაეთმობათ

პროტესტის მე-16 დღე - შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე აქცია, ტრადიციულად 19:00 საათზე განახლდება. მონაწილეები დაშლას არ აპირებენ მანამ, სანამ გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობას არ დატოვებს.

აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ არ დაიღლებიან და მოთხოვნის შესრულებამდე აქციებიც არ შეწყდება. დღეს სცენა მწერლებსა და პოეტებს დაეთმობათ.

გუშინ კი გვიანობამდე გაგრძელდა კონცერტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქართველმა შემსრულებლებმა ამ ფორმით ოკუპაცია გააპროტესტეს და სოლიდარობა გამოუცხადეს იქ შეკრებილებს.

ხვალ კი აქციის პარალელურად აქტივისტები მსვლელობით მივლენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

აქციის პარალელურად უკვე მე-11 დღეა, რაც 2 აქტივისტი შიმშილობს პარლამენტთან.

ამავე თემაზე
დღის ამბები