17 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
ქუთაისში, მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლები დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლები დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, ორსართულიანი შენობა კანონდარღვევით შენდება და ის საფრთხეს რამდენიმე ქუჩას უქმნის. მოსახლეობის მტკიცებით, შენობა ძლიერი წვიმის დროს წყლის გატარებას აფერხებს.

ადგილობრივები მერიას, ნებართვის კანონდარღვევით გაცემაში ადანაშაულებენ.

ბრალდებებს უკანონო მშენებლობასა და კანონდარღვევით გაცემულ ნებართვასთან დაკავშირებით უარყოფენ როგორც ტერიტორიის მფლობელები, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაში.

თუმცა ქუთაისის მერიაში იმასაც ამბობენ, რომ ჩატარდება მოკვლევა და დადგინდა არის თუ არა დარღვევა, რის შემდეგაც გადაწყდება შეჩერდება თუ არა მშენებლობა.

დღის ამბები