17 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
ეს არის ბიზნესი, რომელშიდაც ჩვენ არ გვაქვს პრობლემა - უმრავლესობა დეპუტატების რუსულ ბიზნესკავშირებზე

"ქართული ოცნების" წევრების კავშირები რუსულ ბიზნესთან - გამომძიებელ ჟურნალისტთა და ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თბილისის საკრებულოს დეპუტატი თამარ ტალიაშვილი სოლიდურ დანაზოგს იმ რუსულ ბანკში ინახავს, რომელიც წლებია არღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. 

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. ირაკლი ზარქუას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" აბრალებს იმას, რასაც თავად აკეთებს. 

დღეს ენმ-ს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ტალიაშვილის გარდა რუსულ ბიზნესთან კავშირი აქვს, "ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატს, შალვა ოგბაიძეს.  ხაბეიშვილის განცხადებით, ოგბაიძის დეიდაშვილის კომპანიას რუსეთიდან შემოჰყავს ავტომობილები და სახელმწიფოს მათგან საერთო ჯამში, მილიონ 900 ათასი ლარის ღირებულების ნივა აქვს შეძენილი.

ზარქუა კი ამბობს, რომ ავტომობილების იმპორტი არანაირი პრობლემა არ არის. 

„ეს არის ჩვეულებრივად რბილი ძალის წარმომადგენელი, მეხუთე კოლონა ჩვეულებრივად სააკაშვილი და მისი პარტია და ახლა აპირებენ, რომ ესე იგი, სხვას დააბრალონ. რაც შეეხება ბიზნესს, ახლა მეორე მიმართულება, მე მგონი გიპასუხეთ მე თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება მეორე ნაწილში, ეს არის ბიზნესი, რომელშიდაც ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ჩვეულებრივად ბიზნესი აწარმოონ. მანქანების იმპორტი არის თურმე პრობლემა, სადაც, ბატონ შალვა ობგაიძეს, მას კი არა, მის ნათესავს ჰქონდეს თურმე და თურმე ეს არის პრობლემა. ეს იყო ჩვეულებრივად აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკულ კომპანიას ჰქონდა წარმომადგენლობა. არასდროს თამარ ტალიაშვილს არ უმსახურია რუსულ ინტერესებთან, არასდროს არ უმსახურია და ეს არის ტყუილი,“- განაცხადა ზარქუამ.

დღის ამბები