17 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
გახარია წადი! სისხლში გაქვს დასვრილი ხელები! - აქცია-პერფორმანსი გმირთა მოედანზე 

მორიგი პერფომანსი თბილისის ქუჩებში - აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე მე-16 დღეა გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ. 

მათ ტრანსფარანტებით გმირთა მოედნიდან ვარაზის ხევთან დამაკავშირებელი ესტაკადის ქვეთთა გზა დაიკავეს და 20 ივნისის სისხლიანი ღამე გააპროტესტეს. კიდევ ერთხელ გადმოიფინა პლაკატი, რომელზეც შს მინისტრია გამოსახული, წარწერით - გახარია წადი!

 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მსგავსი სახის საპროტესტო პერფომანსები აქციის პარალელურად ყოველდღე გაიმართება. 

აქცია კი დღეს 19:00 საათზე პარლამენტის წინ განახლდება. სპიკერები მწერლები და პოეტები იქნებიან.

დღის ამბები