ბრიტანულმა ტელეარხმა საკუთარ არქივში ბენქსის მივიწყებული ინტერვიუ აღმოაჩინა. ვიდეომასალაში ანონიმი მხატვრის მორიგი აქციაა აღბეჭდილი, რომელსაც თან მისი 30 წამიანი ინტერვიუც ახლავს.
ტელეკომპანია “ITV” - ის ჟურნალისტი აცხადებს, რომ მასალა 2003 წელს გადაიღო და ბენქსი სახეზეც ნახა, მაგრამ როგორ გამოიყურებოდა, ვერ იხსენებს.
ინგლისელი ქუჩის მხატვარი, რომელიც თავისი პოლიტიკური შინაარსის გრაფიტებით გახდა ცნობილი, საკუთარ ვინაობას დღემდე საგულდაგულოდ მალავს.