17 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
„სამოქალაქო მოძრაობა” დეპუტატების მანდატების შემცირების ინიციატივით გამოდის

„სამოქალაქო მოძრაობა” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩართვის თხოვნით მიმართავს. ორგანიზაციის წევრები პარლამენტში დეპუტატების მანდატების შემცირების ინიციატივით გამოდიან. მათი თქმით, დეპუტატების რაოდენობა 150 -დან 100-მდე უნდა შემცირდეს.

მოძრაობის ლიდერის ლევან იოსელიანის თქმით, პარლამენტის წევრების შემცირება პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, შემცირდება ხარჯები, რომლებსაც მოქალაქეები მდუმარე პარლამენტარების შესანახად იხდიან.

„საქართველოს პარლამენტში მანდატების რაოდენობა 150-დან შემცირდეს 100-მდე. საქართველო არის პატარა, ღარიბი ქვეყანა და არ არის აუცილებელი ჩვენ გვქონდეს უფრო დიდი პარლამენტი, ვიდრე აქვს ისრაელს, ვიდრე აქვს ლიტვას, ვიდრე აქვს სხვა ევროპულ ქვეყნებს. აქედან გამომდინარე, მივმართავ როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ მათ გარეშე ეს ცვლილებები ვერ განხორციელდება, ვიფიქროთ პარლამენტის წევრების შემცირების თაობაზე,“- განაცხადა იოსელიანმა.

დღის ამბები