20 ივნისის ღამის დარბევის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ აქციის მონაწილეებს ბრალს რამდენიმე წუთში წარუდგენენ.
ერთ-ერთი დაკავებულის, ბესო თამლიანის ადვოკატი ბრალის ოფიციალურად წარდგენაზე დასასწრებად უკვე მივიდა.
მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
ბრალი დაკავებულ ოთხ პირს უნდა წარუდგინონ. მათ შორის ერთ-ერთი პოეტი, ზურაბ ბადაღაშვილია.