17 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ქვეყნის სამსახურში! - პარლამენტის წინ აქცია დაიწყო

ქვეყნის სამსახურში!  - პარლამენტის წინ აქცია დაიწყო. აქციის მე-16 დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ სცენა მწერლებს, პოეტებს, ისტორიკოსებს და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებს დაეთმობათ.

მომიტინგეებს სიტყვით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა მიმართა. მან კიდევ ერთხელ დააკისრა პოლიტიკური პასუხისმგებლობა შს მინისტრს. მან კიდევ ერთხელ გაახმოვანა აქციის მთავარი გზავნილი - გადადგეს გიორგი გახარია.

დიღმელაშვილის შეფასებით, არასამართლიანია, როდესაც სხვა პირთა პასუხისმგებლობა დგება, იჭერენ და ასამართლებენ მაშინ, როცა შს მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია.

დღის ამბები