17 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ოჯახური პიკნიკი და ბარბექიუ-აშშ-ს საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 243-ე წლის იუბილე აღნიშნეს

აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 243-ე წლის იუბილე აღნიშნეს. ოჯახურ პიკნიკს, საელჩოსთან ერთად, ამერიკის სავაჭრო პალატამ უმასპინძლა. წვეულება ამერიკული სტილის ბარბექიუთი, ცოცხალი მუსიკითა და საბავშვო გასართობებით გაიმართა. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა 1500-მდე სტუმარს უმასპინძლეს 

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვზეიმობთ აშშ–ს 243 წლის იუბილეს ჩვენს პარტნიორ – ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად. უკვე მე–19 წელია რაც ეს ღონისძიება ასე ერთობლივად აღინიშნება. ამერიკის სავაჭრო პალატა არის საელჩოს ძლიერი პარტნიორი. ის გვეხმარება, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია და ბიზნესი იყოს წარმომდგენილი საქართველოში რაც ეკონომიკური განვითარების საწინდარია,“-განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ.

დღის ამბები