17 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
"ჩვენ გამოვდივართ!" - ღირსების მარში ხვალ, 8 ივლისს გაიმართება

"ღირსების მარში ხვალ, 8 ივლისს გაიმართება" -  ამის შესახებ განცხადება "თბილისი პრაიდმა" ცოტა ხნის წინ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსვლელობა, რომელიც 22 ივნისს იყო დაანონსებული, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.

"თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ წერილში საუბარია, რომ  "თბილისის პრაიდის" გუნდი, ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად, ღირსების მარშს გამართავს. აქვე, იმედს გამოთქვამენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონაწილეების უსაფრთხოებას სათანადოდ დაცავს. 

"22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში.

"ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ღირსების მარშს გავმართავთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. 

ჩვენ გამოვდივართ!" - ნათქვამია "თბილისი პრაიდის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ლგბტ აქტივისტი, ”თანასწორობა მოძრაობის” სამართლის ოფიცერი, ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ ღირსების მარშის შეკრების ლოკაცია და დრო კონფიდენციალურია. 

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, 23 ივნისს, იგეგმებოდა ღირსების მარშის ჩატარება, თუმცა 20 ივნისის მოვლენების გამო გადაიდო. დღეს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სიტუაცია ისე მკვეთრად დაძაბული აღარ არის და შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ ხვალ ჩავატაროთ ღირსების მარში. ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრაქტიკულად, თავისი ქმედებით გვაჩვენებს, რომ არ არსებობს არანაირი გარანტიები იმისი რომ ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება იქნება დაცული, თუ ჩვენ ვისარგებლებთ გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით. შეკრების ლოკაცია და ზუსტი დრო, რჩება კონფიდენციალურად“ - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ. 

 

დღის ამბები