17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ქართული კომიქსი ქართველი სუპერგმირებით - "ვეფხისტყაოსნის" გრაფიკული რომანი შეიქმნა

ვეფხისტყაოსანი კომიქსად - მხატვარმა, დავით მაჭავარიანმა 2008 წელს, ვეფხისტყაოსნისთვის კლასიკური ილუსტრაციები შექმნა. ამავე წელს გაჩნდა იდეა, ვეფხისტყაოსანი სრულფასოვან გრაფიკულ რომანად ქცეულიყო. ქართული ლიტერატურის საგანძურის კომიქსის ენით მოყოლას, მხატვარმა დავით მაჭავარიანმა ოთხი წელი მოანდომა. თითოეული გვერდი რამდენიმე დღის განმავლობაში ჯერ ფანქრით, შემდეგ კი ტუშით იხატებოდა, საბოლოოდ ლიტერატურის ერთ-ერთმა მთავარმა ძეგლმა ახალი სიცოცხლე ახალი ფორმით მიიღო და ვეფხისტყაოსნის შინაარსი 222 გვერდიან გრაფიკულ რომანად იქცა.

შოთა რუსთველის პოემის მთავარი გმირების სიყვარულის, მეგობრობის, თავგანწირვისა და გმირობის ისტორიამ მხატვარს დიდი ხნის ოცნება აუსრულა - შეექმნა ქართული კომიქსი ქართველი სუპერგმირებით.

დავით მაჭავარიანი ამბობს, რომ კომიქსი თავისუფლების ენაა და საუკეთესო გზა საკუთარი აზრის გამოსახატავად.

საპასუხისმგებლო მისია შოთა რუსთაველის შაირად დაწერილი პოემა კომიქსურ ენაზე გადმოეტანა, საბას ლაურეატმა მწერალმა, სალომე ბენიძემ შეძლო.

დავით მაჭავარიანის ფურცელზე გაცოცხლებული მოგზაურობა ვეფხისტყაოსანში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

 

დღის ამბები