17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
თავდასხმის ობიექტები და ე.წ. ტროლები - აქციების პარალელურად, ორგანიზატორების მიმართ ე.წ. შავი პიარ კამპანია დაიწყო

"მოწესრიგებული, განათლებული, გულანთებული და გაბრაზებული ხალხი" - 20 ივნისს, პარლამენტში, პოლიტიკური პროცესების პარალელურად, სოციალურ ქსელში, საპროტესტო აქცია დაიგეგმა. facebook ჯგუფი, „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოება“ ერთი წლის წინ, მაისში, ღამის კლუბ „ბასიანის“ დარბევის შემდეგ შეიქმნა. facebook ჯგუფში 10 ათას 800 ადამიანია გაწევრიანებული. განსხვავებული პოლიტიკური თუ სოციალური მოსაზრებების მქონე ჯგუფი ერთი წელია, აქტიურად მსჯელობს, მიმდინარე სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე და სხვადასხვა საპასუხო აქტივობებს გეგმავს.

აქციის ორგანიზატორები  საორგანიზაციო დეტალებზე თანხმდებიან და ყოველ მომდევნო დღეს, მშვიდობიან მანიფესტს სათავეში უდგებიან.

მანიფესტაციის აქტიური ორგანიზატორი, მიშა მშვილდაძე, საავტორო გადაცემის ეთერის დასრულების შემდეგ, ყოველ დღე, პირდაპირ აქციაზე მიდის. აქციების პარალელურად, სოციალურ ქსელში დაიწყო მის მიმართ ე.წ. შავი პიარის კამპანია.

სამკვირიანი მშვიდობიანი აქციის პარალელურად, სოციალური მედია ე.წ. ტროლების მიერ, შავი პიარის კამპანიამ მოიცვა. სადისკრედიტაციოდ შავ პიარს მიმართავენ სოციალურ ქსელში, აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის მისამართით. მას უპრინციპულობაში, საკუთარი აზრის ქაოტურად ცვლაში ადანაშაულებენ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი აქტიურობა პოლიტიკურ კარიერას არ გულისხმობს. მხოლოდ ერთ მოთხოვნა აქვთ, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, საკუთარ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

 

 

 

დღის ამბები