უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი, სადაც ერთი ქალი მძიმედ დაავადებულ შვილს და ქმარს უვლის, სოციალური დახმარება მოუხსნეს. ხურციების სამ წევრიანი ოჯახი ხონში, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახს ღატაკის სტატუსი აქვს მიღებული.
იმისთვის, რომ თვიდან-თვემდე თავის გატანა შეძლონ, ნელი ხურცია ბევრს შრომობს, მძიმე საოჯახო საქმეებსაც მარტო უმკლავდება.
ოჯახის გაჭირვებას 2017 წელს ისიც დაემატა, რომ სოციალური დახმარება მოუხსნეს. 150 ლარი, რომელიც ხურციების მძიმე ყოფას ოდნავ მაინც ამსუბუქებდა, ორი წელია არ მიუღიათ.
მიუხედავად რამდენიმე გადამოწმებისა, ხურციების ოჯახი მაინც ვერ გახდა სოციალური შემწეობის მიმღები, ნელი ხურციამ დღემდე არ იცის მიზეზი რა არის, არც იმ პასუხის სჯერა, რაც სოციალური მომსახურეობის სააგენტოში უთხრეს. ნელი ხურცია ამბობს, რომ სააგენტოში დახმარების მიღებაზე უარის მიზეზად, "ნაციონალური მოძრაობა" დაუსახელეს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად სოციალური მომსახურეობის სააგენტოში ადასტურებენ ხურციების ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულობას, დახმარების არ მიღება მაინც ე.წ. „მეთოდოლოგიას“ ბრალდება.
ავტორი: ნანიკო სისვაძე.