17 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ადგილობრივებმა სტალინის ბიუსტი დადგეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ადგილობრივებმა სტალინის ბიუსტი დადგეს. ადგილობრივების განმარტებით, ამ ხერხით მათ ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სცადეს. მათივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, საკუთარი აზრისა და მოთხოვნების დაყენება სურთ და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ მევენახეების და მშრომელი ადამიანების ინტერესები უნდა დაიცვას.

მომხდარ ფაქტს თელავის მერი გამოეხმაურა. შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, სტალინის ბიუსტი კერძო პირის კუთვნილებაა და მისი დადგმის მიზეზების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

მერის მოთხოვნის საფუძველზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ბადრი გოგიაშვილმა,  ბიუსტი, რომელიც სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან დადგა, უკანვე წაიღო.

შეგახსენებთ, 2012 წლის მერე სტალინის ბიუსტი აკურაში უკვე მეექვსედ დადგეს.

დღის ამბები