17 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
"პარტიზანული პერფორმანსი" - გიორგი თაბაგარი პარლამენტთან ლგბტ თემის დროშის გამოჩენას განმარტავს  

ლგბტ თემის დროშა პარლამენტთან მიმდინარე ქციაზე - "თბილისი პრაიდის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, გიორგი თაბაგარი განმარტებებს აკეთებს.

დრონის მეშვეობით, ცაში ლგბტ თემის დროშა იმ დროს გამოჩნდა, როდესაც პარლამენტის წინ, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები "თბილისი პრაიდის" ჩატარებას აპროტესტებენ. 

როგორც გიორგი თაბაგარი ამბობს, ეს ჟესტი მათი მხრიდან, ერთგვარი პარტიზანული პერფორმანსი იყო. მისი თქმით, „თბილისი პრაიდმა“ ამ ნაბიჯით საკუთარი სათქმელი გამოხატა.

"თბილისი პრაიდის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ პრაიდის მონაწილეების დაცვაზე სახელმწიფომ უარი განაცხადა და იმგვარად მოიქცა, როგორც რუსეთის სახელმწიფო უწყებები იქცევიან მსგავს სიტუაციაში.

გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ დღეს, დღის განმავლობაში, „თბილისი პრაიდი“ განცხადებას გაავრცელებს, სადაც მათ სამომავლო გეგმებზე იქნება საუბარი.  

შეგახსენებთ, რომ დღეს "თბილისი პრაიდი" უნდა გამართულიყო, თუმცა აქციის ორგანიზატორებმა მარში გადადეს. ამის მიუხედავად ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მაინც აწყობენ.

ისინი კონტრაქციას რუსთაველზე პარლამენტის წინ მართავენ, სადაც ორ კვირაზე მეტია ანტისაოკუპაციო აქცია, გახარიას გადადგომის მოთხოვნით იმართება. 

 

დღის ამბები