17 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"ოცმა ადამიანმა ამიტაცა და სადღაც წამიყვანეს"- დავით ბრეძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი, თავისუფალია

დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი თავისუფალია. როგორც ზუკამ თავად განაცხადა, ის დაკავებული არ ყოფილა და პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან განარიდა. ის ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეა. დავით ბერძენიშვილის შვილი ამბობს, რომ კონტრაქციის წარმომადგენლებთან ერთადერთი თხოვნით მივიდა, რომ ერთად გაეპროტესტებინათ რუსული ოკუპაცია, რა დროსაც ის პოლიციელებმა გაიტაცეს.

„როდესაც ყველანაირი გამოსვლა მათ დაამთავრეს, აქციაზე მათ გააჟღერეს, რომ არიან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. ჩვენ ჩავრთეთ მიკროფონი და ამ ადამიანებს მოვუწოდეთ რომ თუ თქვენ თვლით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ვკონცენტრირდეთ ამაზე, იმიტომ რომ ჩვენი აქციაც ამას ეხება და ერთად ვისკანდიროთ საქართველო. ამაზე მოვარდა 20 პოლიციელი, მითხრეს რომ მე ვარ პროვოკატორი და მითხრეს, რომ დამეტოვებინა ტერიტორია. რაზეც მე ვუთხარი რომ კრემლის სპეცრაზმიც რომ მივიდეს ჩემი ნებით არ დავტოვებ მეთქი და მათაც არ დამაყენეს. ოცმა ადამიანმა ამიტაცა და სადღაც წამიყვანეს. მთელი გზა მიმეორებდნენ, რომ თვითონ არ არიან ჩემს მიმართ მტრულად განწყობილები. მეც ვუმეორებდი, რომ ის, ვინც დღეს მათი უფროსია, არის ამ ქვეყნის მტერი,“-განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ ვასაძე და მისი მხარდამჭერები ხელისუფლების დაკვეთით ცდილობენ ჩაახშონ მათი ხმა.

„არასოდეს გახარია, არასოდეს არ დამთავრდება ანტისაოკუპაციო მოძრაობა საქართველოში და შენ გადადგები,“-განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა.

 

დღის ამბები