17 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"მე სწორედაც ვიქნები ამ ბავშვების გვერდით" - დედა სიდონია ანტისაოკუპაციო აქციაზე მივიდა

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან, რომლებსაც პოლიციის კორდონი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციისგან ყოფს, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პიროვნებები მივიდნენ. მთ შორის იმყოფება დედა სიდონიაც. ის აცხადებს, რომ ეს არ არის პირველი დღე, როდესაც ის ახალგაზრდების გვერდით დადგა და მათ მხარი დაუჭირა. 

„ჩემში სოლიდარობა გამოწვია დღეს, უკვე 23-შიც ვიყავი მე ბავშვებთან. ძალიან ბევრი შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური განცხადება კეთდება ამ აქციაზე მდგარი ბავშვების, ახალგაზრდების მისამართით, თითქოს აქ არიან ყველაზე საშინელი, ყველაზე საზიზღარი, ნარკომანები და ა.შ. ეს არის ტყუილი და მე სწორედაც ვიქნები ამ ბავშვების გვერდით, რომ აქ არიან ძალიან კარგი ნაწილი საქართველოს ახალგაზრდობის და მას სჭირდება სოლიდარობა და მხარდაჭერა. ჩემი სურვილია, რომ საქართველოში გადარჩეს სწორედ ამ ახალგაზრდობის ნაწილი და მათ იცოდნენ, რომ აზრი აქვს ბრძოლას, იმედი არ დაკარგონ და განვითარდნენ და მათ გარკვეულ მხარდაჭერას მიაღწიონ, რადგან მომავალი არის მათი, მე მათში ვხედავ საქართველოს მომავალს,“ - განაცხადა დედა სიდონიამ.

დედა სიდონია აცხადებს, რომ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე ახალგაზრდების სურვილია თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, როგორიც არის თანამედროვე მსოფლიო.

„ეკლესია არის ის ფუნქცია, რომელიც მართალია აშკარა მანკიერებას ებრძვის, მაგრამ მე აქ მდგომ ბავშვებში ვერ ვხედავ აშკარა მანკიერებას, ვერ ვხედავ რაიმე ცუდის მოთხოვნას. მათ არ უნდათ რომ იყოს რუსეთის ოკუპირებული სამშობლო, უნდათ რომ იყოს დამოუკიდებელი, უნდათ, რომ თავისუფალ გარემოში განვითარდნენ ისეთი როგორიც არის თანამედროვე მსოფლიო. ამაში არაფერი ცუდი არ არის,“ - აცხადებს დედა სიდონია.

 

დღის ამბები