17 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
"ეს ყველაფერი ორკესტრირებულია კრემლიდან" - ბექა ბასილაია ლევან ვასაძის და მისი თანამოაზრეების მიერ გამართულ აქციაზე საუბრობს  

"თავლების მთხრელი გახარია უნდა გადადგეს" - ადვოკატი ბექა ბასილაია პარლამენტის შენობის წინ, ლევან ვასაძის და მისი თანამოაზრეების მიერ გამართულ აქციას, კრემლიდან ორკესტრირებულს უწოდებს.

პარლამენტის შენობის წინ, იქიდან გამომდინარე, რომ დანარჩენ მოშიმშილეებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, ამ დროისთვის ორი მოშიმშილე რჩება. ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ისინი კარვების დატოვებას არ აპირებენ.

„შიმშილობას ვაგრძელებთ. პროპუტინურმა გახარიას გადასარჩენად მაშველ რგოლად გადმოსროლილმა ამ ხალხმა, რაც არ უნდა იმოქმედონ, ჩვენ კარავს არ დავტოვებთ, იმიტომ რომ პრინციპული პოზიციაა. თავლების მთხრელი გახარია უნდა გადადგეს. ის არის რუსეთის აგენტი და ახლა რაც აქ ხდება, ეს ყველაფერი ორკესტრირებულია, რა თქმა უნდა, კრემლიდან. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები არა თუ პრო პუტინური, პირდაპირ რუსეთის ღია აგენტურა, ინაშვილი, თარხან მოურავი, ბურჯანაძე მოიწვიეს აქციაზე. მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ აქ ვიყოთ,“ - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

დღის ამბები