17 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
შეთანხმება შედგა - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კვლავ ანტიოკუპაციური აქციის ორგანიზატორებმა დაიკავეს 

შეთანხმება შედგა - პოლიციამ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს იმ პირების ჩანაცვლების შესაძლებლობა მისცა, რომელბმაც ღამე ტრიბუნასთან გაათენეს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ ჰომოფობიური აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა, ტრიბუნა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმაც დატოვეს, თუმცა ჩანაცვლების პირობით.

„ბოლო შეთანხმება რაც იყო პოლიციასთან, მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ დავთანხმდით,რ ომ როცა წავიდოდა კონტრაქციის ყველა მონაწილე, ის ხალხი ვინც მთელი ღამე იქ ვიყავით, გამოვიდოდით, ოღონდ უნდა შესულიყო ჩვენი ორი წარმომადგენელი. რომ გამოვედით რამდენიმე წუთიანი გაუგებრობა იყო, მერე უკვე შევიდა ჩვენი ორი წარმომადგენელი,“-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი.

ასევე ერთ-ერთი ორგანიზატორის, მიშა მშვილდაძის თქმით, პროტესტის მეოცე დღე ჩვეულ რეჟიმში, საღამოს შვიდ საათზე გაგრძელდება, თუმცა მანამდე გუშინდელი გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის წინ მათი თანამოაზრეები რჩებიან.

მოთხოვნა უცვლელია, 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს შს მინისტრმა და თანამდებობიდან გადადგეს. 

„კონტრაქცია საშინელებაა, ანტისაოკუპაციო აქციის კონტრაქცია კიდევ რაღაც ახალი უბედურება, მაგრამ არ მინდა ვამუნათო და ვლანძღო. ეს ზიზღის ნაკადი,რაც მთელი ღამე ვითმინეთ საკმარისია. მთავარია,რომ პროტესტის ადგილი შევინარჩუნეთ, ვდგავართ და არ არსებობს ძალა ან მოვლენა,რომელიც აქედან დაგვძრავს, თვინიერ გახარიას წასვლისა,“-ამბობს მიშა მშვილდაძე.

დღის ამბები