17 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
იმედს ვიტოვებ, პარლამენტში სერიოზულად არავინ ფიქრობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა გაუქმდეს - სალაძე

იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტში სერიოზულად არავინ არ ფიქრობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა გაუქმდეს - ეს განცხადება, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ გააკეთა. 

სულხან სალაძე ლევან ვასაძის მომხრეების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებაზე მსჯელობის დაწყებას მოითხოვენ. 

"რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას, ფიქრიც კი ზედმეტია. და იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტში სერიოულად არავინ არ ფიქრობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა გაუქმდეს. პირიქით, ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ პრაქტიკაში ყველაზე უფრო აქტიურად იყოს ეს კანონი გამოყენებული. ამაზე თანხმდება მთელი ცივილიზებული სამყარო, რომ ეს კანონი და იქ ჩადებული მექანიზმები არის აუცილებელი ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. თუ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და თუ ჩვენი გაცხადებული მიზანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვა, ხელისუფლება, პოლიტიკოსები უნდა შეთანხმდნენ იმაზე, რომ ეს კანონი აუცილებელია ჩვენთვის, როგორც სხვა, არაერთი კანონი" .

ამავე თემაზე
დღის ამბები